The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი არაყიშვილი

დიმიტრი არაყიშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1873
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1953  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

1894-1901 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა. დიმიტრი არაყიშვილმა 1917 წელს დაამთავრა მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტი, ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია, რისთვისაც მიენიჭა სწავლული არქეოლოგის ხარსიხი და ოქროს მედალი.

მოსკოვში მოღვაწეობის წლებში (1894-1918) იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ფოლკლორს. 1906 წელს მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა "სახალხო კონსერვატორიას", სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით 1908 წელს მოსკოვში გამოვიდა პროგრესული ჟურნალი "მუზიკა ი ჟიზნი", რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა. ამავე პერიოდში იგი აქტიური წევრი იყო მოსკოვის "მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოებისა", რომელსაც სათავეში ედგა ა. სუმბათაშვილ-იუჟინი. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი ოცზე მეტი საუკეთესო ნაწარმოები. 1921 წელს თბილისში მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია, რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. 1926-1929წწ. იყო თბილისის კონსერვატორიის (1923 ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის ნიმუშები შექმნა. იგი აღიარებულია ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად. პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.545-546; საქართველოს სამეფოს ვებგვერდი: georoyal.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი , თავმჯდომარე (1932-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1950-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1929 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: