Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამბაკო ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი. 1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ივერიის" რედაქციაში. 1923-1929წწ. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში. 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას. ა. ჭელიძემ მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: "სპარსელი ლირიკოსები" (1935), "ირანელი ლირიკოსები" (1936), "მოლა ნასრედინის ანეკდოტები" (1940), ომარ ხაიამის "რობაიათი: (1946). თარგმნა პოემები "ლეილი და მაჯნუნი", "ხოსროვი და შირინი" (1964), "საიდუმლოებათა სალარო"; საადის "გოლესთანი" (1948), "ბუსთანი" (1955). ავტორია წიგნებისა "ფერეიდნელი ქართველები" (1935) და "ექვსი წელი სპარსეთში" (1964). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.384; radiotavisupleba.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |