The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჭელიძე

ნიკოლოზ ჭელიძე
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1976  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ბახვი.
დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1927 წელს.

1927-1928წწ. მუშაობდა თელავის მაზრის პოლიტგანყოფილების გამგედ, ხოლო 1929-1932წწ. 26-ე საშუალო სკოლის გამგედ; 1931-1932წწ. ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ; 1932-1938წწ. მე-14 საშუალო სკოლის და მე-3 პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1935-1939წწ. მუშაობდა კვების სამინისტროს კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორად (შეთავსებით); 1939-1941წწ. კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორია. 1941-1946წწ. იყო სამამულო ომის მონაწილე პოლიტიკური მუშაკი; 1946-964წწ. მუშაობდა თბილისის ალ. ჯაფარიძის (ახლანდელი მ. ჯავახიშვილის) სახელობის ცენტრალურ საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად. დაჯილდოებული იყო  ორდენებით, მედლებითა და სიგელებით.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: