The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ხერხეულიძე

მამუკა ხერხეულიძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

1983-1993წწ. მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესაში. ასევე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. 2002 წლიდან  კომპანია "დავით სარაჯიშვილი და ენისელის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2003 წლიდან კი ამავე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. "ვარდების რევოლუციის" დროს იყო "დაუმორჩილებლობის კომიტეტის" წევრი. დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაზეთ "24 საათთან". 2010–2011 წლებში მამუკა ხერხეულიძე იყო ლიტერატურული კონკურსის "გალას" ჟიურის წევრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო, წევრი (2005-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: