The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ასათიანი

მიხეილ ასათიანი
სხვა სახელი:მ. იმედაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1850
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1881  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია 1874 წელს.

მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დიდი მონაწილეობა მიიღო ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ "იმედის" დაარსებაში და მისი პირველი რედაქტორიც უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად რომ არ დაღუპულუყო. 1881 წლიდან ასათიანის თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "იმედში". მის ლექსებში, მოთხრობებსა და საჟურნალო ფელეტონებში ასახულია ხალხოსანი ახალგაზრდობის მისწრაფებანი და იდეალები, დაბალი სოციალური ფენების უუფლებობა, აგრეთვე ქართველი ინტელიგენციის მისწრაფება ეროვნული ძალების კონსოლიდაციისაკენ ("შიკრიკი", "მტკვრის ბაასი რიონთან", და სხვა). ავტორია ავტობიოგრაფიული მოთხრობისა "მე და ონისიმე". ცნობილი ფსიქიატრის - მიხეილ ასათიანის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.213

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: