შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანრი კაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი : ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1967წწ. - საქართველოს ტელევიზიის უმცრ. ტექ. რედაქტორი(ლიტერატურულ-დრამატულ და კინო გადაცემათა რედაქცია); 1967-1977წწ. - თბილისის სამხატვრო აკადემიის მასწავლებელი, შემდეგ უფრ. მასწავლებელი; 1969-1975წწ. - თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის, ესთეტიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი; 1982 წლის სექტემბერში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში(ჩააბარა საბჭოთა პასპორტი) და 1992 წელს გახდა საფრანგეთის მოქალაქე. 1982-1983წწ. პარიზში მუშაობდა ჟურნალისტად; 1983-1984წწ. - "რადიო თავისუფლება"(მიუნხენი)-ჟურნალისტი, შემ-მდგომ ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი. 1986 წელს "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში მიწვეულ კონსულტანტად (ვაშინგტონი) მუშაობდა. 1987-1992წწ. - "რადიო თავისუფლების" ქართული რედაქციის ოფიცილაური კორესპონდენტი პარიზში. 1984 წლიდან ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალის "ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. იყო ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის დამაარსებელი. 2004 წელს საქართველოში დაბრუნებისას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2002-2005წწ. ავტორი და წამყვანი ტელე-გადაცემებისა: "არჩევანი თქვენი", "ნადიმი ჯანრი კაშიასთან" (იმედი) და "202"-ზე. 2009-2012წწ. ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |