შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ფანჯიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს. 1957-1958წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში; 1959-1963წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შავი ლითონების მეტალების კათედრაზე და პარალელურად, იყო გაზეთ "ლენინელის" რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები: "საღამო", "რაშიდა", "თოვლიანი დღე" 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – "მეშვიდე ცა" – ასევე "ცისკარში" 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – "თვალი პატიოსანი", შემდგომ კი რომანებს – "აქტიური მზის წელიწადი" და "სპირალი". იგი არის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევის, სამეცნიერო-პოპულარული სტატიისა და დოკუმენტური პროზის ავტორი. 1963-1974წწ. გ. ფანჯიკიძე ჯერ ჟურნალ "ცისკრის", შემდგომ გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პასუხისმგებელი მდივანია; 1974-1977წწ. ალმანახ "განთიადის", ხოლო 1977-1979წწ. ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორია. 1979 წლიდან გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორია. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების : "ლევან ხიდაშელი", "თვალი პატიოსანი" და "სპირალი" – სცენარის ავტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.219; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.291 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |