The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ფანჯიკიძე

გურამ ფანჯიკიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1997  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს.

1957-1958წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში; 1959-1963წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შავი ლითონების მეტალების კათედრაზე და პარალელურად, იყო გაზეთ "ლენინელის" რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები: "საღამო", "რაშიდა", "თოვლიანი დღე" 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – "მეშვიდე ცა" – ასევე "ცისკარში" 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – "თვალი პატიოსანი", შემდგომ კი რომანებს – "აქტიური მზის წელიწადი" და "სპირალი". იგი არის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევის, სამეცნიერო-პოპულარული სტატიისა და დოკუმენტური პროზის ავტორი. 1963-1974წწ. გ.  ფანჯიკიძე ჯერ ჟურნალ "ცისკრის", შემდგომ გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პასუხისმგებელი მდივანია; 1974-1977წწ. ალმანახ "განთიადის", ხოლო 1977-1979წწ. ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორია. 1979 წლიდან გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორია. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების : "ლევან ხიდაშელი", "თვალი პატიოსანი" და "სპირალი" – სცენარის ავტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.219; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.291

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    აქტიური მზის წელიწადი : რომანი/გურამ ფანჯიკიძე. - თბილისი : მერანი, 1979. - 414გვ.
  • 1972 - საქართველოს კომკავშირის პრემია
    თვალი პატიოსანი : რომანი/გურამ ფანჯიკიძე. - თბილისი : მერანი, 1972. - 279გვ.
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: