The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ხუროძე

ვარლამ ხუროძე
სხვა სახელი:მალაქიაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1939  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.

დაამთვრა ხონის საოსტატო სემინარია 1904 წელს და მასწავლებლად დანიშნეს სოფელ მრევში; ერთი წლის შემდეგ გადაიყვანეს ლანჩხუთში; ლანჩხუთში იგი ჩაება პოლიტიკურ მუშაობაში; 1907-1910წწ. სწავლობდა სოფელ შუქრეთის შავი ქვის მრეწველთა სკოლაში; 1901 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის მანიავსკის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკუტეტზე, რომლის კურსი დაასრულა 1913 წელს; ამ პერიდში აგრძელებდა რევოლუციურ მუშაობას; 1913 წელს დააპატიმრეს და ქალაქ ასტრახანში გააგზავნეს; გადასახლებიდან გამოიქცა და ქუთისში განაგრძო არალეგალურ მუშაობა; 1914 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს და კვლავ ასტრახანში გადაასახლეს, სადაც 1917 წლამდე იმყოფებოდა; 1917 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო ხონის საოსტატო სემინარიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1924 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და 1927 წლამდე ყოფილ მე-14 შრომის სკოლაში მასწავლებლობდა; 1927 წლიდან თბილისის განათლების განყოფილებასთან არსებული ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელი და მეთოდისტი იყო. კითხულობდა  ლექციებს ქართული ენის მეთოდიკასა და ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903 წელს, პირველი მოთხრობა "დედის მსხვერპლი" 1904 წელს. მისი მოთხრობები, პიესები, რომანები, ლექსები, პედაგოგიური და კრიტიკული-პუბლიცისტური წერილები 1910-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იყო ე. წ. დემოკრატიული მწერლობის მიმდევარი. მის რომანებში "შოთა ბროლიძე"(1911), "სამნი" (1926), "დათოვლილი გვიტგვინი", მოთხრობებში "ორი საფლავი" (1905), "კეკელოს თავგადასავალი", "ობლები" (1912) და სხვ. წარმოსახულია რევოლუციამდელი გლეხობის გაჭირვებული ცხოვრება, რევოლუციური-განმათავისუფლებელი ბრძოლა, დახატულია თავდადებულ რევოლუციონერთა სახეები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. -გვ. 518; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ წევრი (1905-)
  • სოციალ–დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრაქცია, წევრი
  • სოციალ–დემოკრატიული პარტიის კომიტეტის აღმასრულებელი კომისია(ლანჩხუთი), თავმჯდომარე
  • სოციალ–დემოკრატიული პარტიის კომიტეტის აღმასრულებელი კომისია(ლანჩხუთი), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: