Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გოთუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1925 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წლიდან დაიწყო. ლ. გოთუას ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი "გმირთა ვარამი" (1958-1962). ისტორიული რომანი "მითრიდატე" (1971, წგნ. I), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები "კრწანისის სევდა" (1944), "ხანძთის ზარი" (1945), "უგზო ქარავანი" (1945) და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი "ლეკვი ლომისა" (1963), მოთხრობები "ნისლი ნახატარის ტყეში" (1959), "ფიქრები თოკის კიბეზე"(1960), "ფრესკის მეორე დაბადება" (1961) და სხვა. გოთუა ავტორია დრამებისა "მეფე ერეკლე" (1942), "უძლეველნი"(1943), "დავით აღმაშენებელი" (1945), "სამსახეობა რაინდისა" (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. ლ. გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო სამჯერ. თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში. მწერალ პართენ გოთუას შვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.658 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |