შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ორბელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ახლანდელი ბოლნისის რაიონი, სოფელი ტანძია. ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი დაიბადა გავლენიანი ფეოდალის ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანის ოჯახში. სულხან–საბა ორბელიანის ძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი. ვახტანგ VI-ის თანამდგომი, 1724 მას გაჰყვა რუსეთში. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, 1739-წელს, როგორც ქართველ ჰუსართა ასეულში პროპორშჩიკის ჩინოსანს, მამული უბოძეს უკრაინაში, ლუბნის ოლქში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. აღსანიშნავია მისი ლექსნარევი პროზაული თხზულება "ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის", სადაც ავტორი აღწერს მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მუეღლესთან განშორების გამო. სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორი აღნიშნავს ძმის დამსახურებას სამშობლოს წინაშე, ხოტბაშესხმული აქვს მისი ლექსიკოგრაფიული ღვაწლი. მას გაულექსავს სახარების ეპიზოდები, და დაუმუშავებია "ანბანთქებანის'' ახალი ნუმუშები და სხვა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.253 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |