The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამრი ფხაკაძე

თამრი ფხაკაძე
Legal name:თამარ ფხაკაძე
Date of birth:28 July, 1957  (66 years)
Category:Playwright, Scientist, Writer, Screenwriter, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. 

1980-2006წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში; 1997-2003წწ. საბავშვო ჟურნალ "კოკროჭინა" - რედკოლეგიის წევრი. 2005-2006წწ.  საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისათვის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გახმოვანება "ინტერნიუსში" ტექსტების რედაქტორი; 2006-2007წწ. გამომცემლობა "პალიტრა-L"-ის რედაქტორი; 2007-2008წწ. ტელეარხი "რუსთავი 2"-ის ქართული სერიალის სცენარისტი; 2007-2008წწ. გაზეთი "24 საათი"-ს საბავშვო გვერდის ავტორი; 2008-2009წწ. საზოგადოებრივი ტელემაუწყებელის იუმორისტული გადაცემა "ერისთავის სათვალე" - სცენარისტი; 2010-2011წწ. გამომცემლობა "პეგასი" - მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან  "საგამომცემლო სახლი ტრიასი" - მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრის ჟურნალ "მოზArt"-ის სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები. არის გამომცემლობა "ტრიასის" მთავარი რედაქტორი. 2012 წლის მარტში თ. ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის  "ურაკპარაკის" კონკურსის "ლიტბუნიობა" (პროზა) ჟიურის წევრი. არის თეატრალური დადგმების ავტორი: "ხავსისქუდას ოინები" (2005), "გაფრენა" (2009), "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (2010), მოთხრობა "ომი თუ მშვიდობა" დაიდგა მინი-სპექტაკლად "წიგნის სახლში" დავით დეფი გოგიბედაშვილის და თამრი ფხაკაძის მონაწილეობით; მიღებული აქვს არაერთი სალიტერატურო პრემია, მათ შორის "საბა" და "ოქროს ბუმბული"; არის გამომცემლობა დიოგენეს კონკურსის "საბავშვო პროზა-96" გამარჯვებული (1996), ლიტერატურული კონკურსი "ლუარსაბ თათქარიძის"  მეორე პრემიის მფლობელი
(ნოველა "ჟამი არს რისა?", 2001), გამომცემლობა დიოგენეს კონკურსის "პენ-მარათონი 2002" მესამე პრემიის მფლობელი
(მოთხრობა "გაკვეთილი", 2002), ასოციაცია "კვალის" სალიტერატურო კონკურსის გამარჯვებული (მოთხრობა "ორმაგი დღე", 2003). 
2013 წელს რუსთავის დრამატულმა თეატრმა დადგა ორი სპექტაკლი : მაკნატუნა" და "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება".

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.gekids.ge

Awards and Honors

  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დებიუტი (გამარჯვებული)
    სანამ დაგვიძახებენ : კრებული/ თამრი ფხაკაძე. - თბილისი : დიოგენე, 2003. - 286გვ.

Bibliography


Share: