The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიზიკო ქავთარაძე

ლიზიკო ქავთარაძე
ოფიციალური სახელი:ელისაბედ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1988  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საბჭოთა პერიოდის დისიდენტი. დაიბადა ცნობილი სოციალ-ფედერალისტის და თბილისის არქივის გამგის ქაიხოსრო ქავთარაძის ოჯახში. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და გაწევრიანდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციაში, რომელიც უკვე იატაკქვეშეთში იყო გადასული. 1928 წელს დააპატიმრეს სოხუმში ანტი-საბჭოთა საქმიანობის ბრალდებით ჯერ მეტეხის ციხე-ში ჩასვეს, 1929 წელს კი რუსეთში, ტომსკის ოლქში გადაასახლეს. თბილისში 1936 წელს დაბრუნდა, მაგრამ 1940 წელს კვლავ დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლებაში სულ 28 წელი გაატარა. 1956 წელს სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაცია მიიღო. ავტორია თხზულებებისა: "არა ცოდნითა ერთითა", "ყბაახვეული ქალი", "ნაადრევი ოცნება", "რატომ ჩვენს დაუკითხავად", "ბებოს ბარათი", "უმისამართო ბარათი" და სხვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, გამგეობის წევრი (1987-)

ბიბლიოგრაფია

  • 28 წელი გულაგში : მოგონებები, ესეი, მოთხრობები, წერილები (ავტორი). - თბილისი, პეგასი:Memoria, 2008. - 464გვ.. - ISBN: 978-9941-9028-1-9

გააზიარე: