შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1953 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, განყოფილების ხელმძღვანელი, 1985 წლიდან დირექტორი. 1967-1977წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ლიტერატურნაია გრუზიას". პირველი სამეცნიერო კრიტიკული წერილები გამოაქვეყნა 1950 წელს. 1958 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შეიქმნა ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილება. 1988-2002წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებას. გ. ციციშვილს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის, თეატრალური კრიტიკისა და ისტორიის, ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. კითხულობდა სპეცკურსებს ქართული ლიტერატურის ისტორიის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩეხეთის, რუმინეთის და ბულგარეთის უნივერსიტეტებში. იგი არის ავტორი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 23 ცალკე წიგნადაა გამოცემული. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1953 წელს, ხოლო სადოქტორო 1968 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებეთა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 126-127 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |