შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჯავახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1990 წელს. პირველი მოთხრობები: "დუელი", "თედორე", "შენ", "ჩვენს მაღაზიაში" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკრის" 1990 წლის მეხუთე ნომერში. 1999 წელს საქართველოს რადიოში მისი მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ლევან ლორთქიფანიძემ განახორციელა რადიოსპექტაკლი "შავი სიის კავალრები"; ამავე ნაწარმოების მიხედვით რეჟიოსრმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ 2002 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა სპექტაკლი. ქართულად თარგმნილი აქვს სერგეი დოვლატოვის, ჩარლზ ბუკოვსკის და კვენტინ ტარანტინოს ნაწარმოებები. როგორც ჟიურის წევრი, მონაწილეობდა ლიტერატურული კონკურსების: "გალას" (2007) და "საბას" (2010) ჟიურიში. წყარო: Armuri - ლიტერატურული ფორუმი: armuri.georgianforum.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |