შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქრისტეფორე არეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1931 წელს. იყო საქართველოს მეცნიერებათა ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნავთობის ქიმიური და ორგანული კატალიზის განვითარებას. აღმოაჩინა ალკოლციკლოპენტენური ნახშირწყალბადების იზომერიზაციის ახალი რეაქცია. შეიმუშავა გოგირდიანი ნავთობპროდუქტების განგოგირდების ორიგინალური მეთოდი და ახლებურად ახსნა ნავთობის თანმხლებ წყლებსა და აირებში გოგირდწყალბადის არსებობა. გუმბრინის ბაზაზე მოამზადა ნიკლის, ქრომისა და სხვა ლითონების კატალიზატორები, რომელთაგან ზოგიერთი ქიმიურ და კვების მრეწველობაში დაინერგა. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ყოფილ სსრკ-ში სინთეზური ცეოლითების კატალიზური თვისებების შესწავლა. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1997.-გვ. 194 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |