The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტეფორე არეშიძე

ქრისტეფორე არეშიძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1906
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1982  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1931 წელს.

იყო საქართველოს მეცნიერებათა ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნავთობის ქიმიური და ორგანული კატალიზის განვითარებას. აღმოაჩინა ალკოლციკლოპენტენური ნახშირწყალბადების იზომერიზაციის ახალი რეაქცია. შეიმუშავა გოგირდიანი ნავთობპროდუქტების განგოგირდების ორიგინალური მეთოდი და ახლებურად ახსნა ნავთობის თანმხლებ წყლებსა და აირებში გოგირდწყალბადის არსებობა. გუმბრინის ბაზაზე მოამზადა ნიკლის, ქრომისა და სხვა ლითონების კატალიზატორები, რომელთაგან ზოგიერთი ქიმიურ და კვების მრეწველობაში დაინერგა. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ყოფილ სსრკ-ში სინთეზური ცეოლითების კატალიზური თვისებების შესწავლა.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1997.-გვ. 194

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1969-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1961-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: