The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იროდიონ სონღულაშვილი

იროდიონ სონღულაშვილი
სხვა სახელი:ირადიონ სონღული
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1958  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი, ქიმიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი.

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (ტექნიკური ქიმიის სპეციალობით).

ის იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე და თანამებრძოლი. 1909 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, 1910 წელს გახდა საზოგადოების საბჭოს წევრი და საზოგადოების მდივანი. 1917 წელს სონღულაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში იღებდა მონაწილეობას და არჩეულ იქნა პარტიის პრეზიდიუმში. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931-1934წწ. იყო ძველი ქართული ხელოვნების და ისტორიის განყოფილების გამგის თანაშემწე, 1934-1953წწ. - ხელოვნების მუზეუმის ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგე. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ. მისი შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი), ეთნოგრაფიის საკითხებს. სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ., 1985.-გვ.474; goodreads.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1917-1918)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: