შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯავახიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1977 წლიდან ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" უფროსი გეოლოგია. პირველი მოთხრობა "ბაიდა" და პირველი პროზაული კრებული "ფიქრები ბუხრის პირას" 1961 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის კრებულები "კეთილი იმედის კონცხი" (1967), "მოთხრობები" (1970), "ჩემი ნადავლი" (1972), საბავშვო წიგნები "ყინულის ბიჭუნა" (1971), "ბიძია სევა" (1973) და სხვა. ჯავახიშვილის ცალკეული მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იაპონურ ენებზე; სცენარის ავტორია ფილმების: "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1974), "ალავერდი" - დოკუმენტური ფილმი (1977), "ამაღლება" (1977), "ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1981), "ეი, მაესტრო!" (1987), "ნოე" (1991), "ნათლისღება" (1994), "ერთაწმინდა" (1994) ". გადაღებულია რამდენიმე ფილმში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ.526 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |