The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ტაკიძე

დავით ტაკიძე
სხვა სახელი:დავით შემოქმედელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1985წწ. მუშაობდა ოზურგეთის საპროექტო ბიუროში ინჟინრად. 1985-1988წწ. იყო ოზურგეთის კულტურის სასახლის დირექტორი. 1986-1989წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1990 წლიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში. სხვადასხვა წლებში იყო: გამომცემლობა "ეროვნული მწერლობისა" და ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედაქტორი. გაზეთ "ივერიის" თანარედაქტორი. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ლიტერატურული ურთიერთობების ხელმძღვანელი. საქართველოს მწერალთა კავშირის უფროსი ლიტერატურული კონსულტანტი. არის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თანადამფუძნებელიაკაკი ბაქრაზესა და ურმან ლებანიძესთან ერთად და გამომცემლობა "დავითის" დირექტორი. გამოცემული აქვს წიგნები: "სიმაღლე" (პოეზია, 1981), "დუმილის ხმა" (პოეზია, 1985), "ჩემი წილი ცა" (პოეზია, 1986), "გახუნებული პეიზაჟები" (პოეზია, 1990), "ტაძართან" (პოეზია, 1990), "რას ტვიფრავ სულზე" (პოეზია, წერილები,1997), "ჩემს სამშობლოში მე − ემიგრანტი" (პოეზია, 2000), "სიტყვებს მიღმა" (პოეზია, პროზა, წერილები, 2006), "რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში" (პროზა, 2009), "ხსოვნის ანაბეჭდები" (პოეზია, 2013), "ორმოში" (პროზა, 2014), "თანმდევი ფიქრი" (წერილები, 2014), "წვეთები მინაზე" (პოეზია, 2016), "ვეფხისტყაოსანი" − მსოფლიო ლიტერატურის შედევრი" (სამეცნიერო ნაშრომები − ავტორთა ჯგუფთან ერთად, ინგლისურ ენაზე, 2016). მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, ლექსებსა და ესეისტურ წერილებზე ორი მონოსპექტაკლი. ესეისტი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.344-345

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი , თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს რუსთაველის საზოგადოება , პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი "წმინდა ნინოს ჯვარი", მედალიონი
  • ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: