The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1887
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1973  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტი 1914 წელს.

პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები:"ენათმეცნიერების შესავალი" (1918-1919), "სანსკრიტი" (1920). შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს ენათმეცნიერებასა და ლიტერატურის ისტორიაში. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". მისი ნაშრომები: "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები" (ტ. 1, 1938), "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები" (1949), "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს; პროფესორი (1918).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.- გვ. 104; წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ლინგვისტური საზოგადოება, საპატიო წევრი (1940-)
  • ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოება, საპატიო წევრი (1932-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: