The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე ბაქრაძე

კოტე ბაქრაძე
Legal name:კონსტანტინე ბაქრაძე
Date of birth:24 November, 1898
Date of death:28 April, 1970  (at 71 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1922 წელს.

1923-1925 წლებში იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით გერმანიაში. მუშაობდა ჰუსერლთან, რიკერტთან, ჰაიდეგერთან. 1930 წლიდან თსუ-ს პროფესორია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ისტორიისა და ლოგიკის კათედრებს. კვლევის ძირითადი სფერო - ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა, შემეცნების თეორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული დიალექტიკის ისტორიის საკითხების დამუშავებაში. კ. ბაქრაძე იყო ფილოსოფიური სკოლების - ნეოკანტიანელობის, ფენომენოლოგიის, პრაგმატიზმის, ეგზისტენციალიზმის ცნობილი მკვლევარი. სიცხადე შეიტანა ფილოსოფიის ბევრი ძირითადი ცნებისა და თეორიის გაგებაში. პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო (1946). მის შრომებში გამოკვლეულია მარქსისტული შემეცნების თეორიის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა ჭეშმარიტების ობიექტურობის პრობლემა, ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემა და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2-თბ.,1977.-გვ.241; XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. ტ. 1. ნაკვ. 2 / შემდგ. ე. კოდუა.-თბ.,1999.-გვ.3-4

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)

Awards and Honors

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: