შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ქარუმიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1983-2000წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ; 1994-1995წწ. მუშაობდა უისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ); გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები ფილოსოფიურ, ლიტერატურათმცოდნეობით და კულტუროლოგიურ საკითხებზე; იყო ალმანახ "ახალი დროების" და ჟურნალ "Georgia/Caucasus Profile"-ის თანარედაქტორი; ინგლისურენოვანი ანალიტიკური ჟურნალის "Caucasus Context"-ის თანარედაქტორი; 2005-2011წწ. თანამშრომლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრთან (ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, აშშ); 2006-2008წწ. იყო წამყვანი გადაცემისა "ღამის საუბრები"; 2006-2010წწ. თანამშრომლობდა რადიოსთან "სინდიკატი 104.3"; 2010-2012წწ. მუშაობდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდში; პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოაქვეყნა გაზეთში "ლიტერატურა და სხვა"; 1995 წელს ლიტერატურულ ალმანახში "ახალი დროება" დაიბეჭდა მისი პროზაული პოემა "გიჟი მექუდე"; 1996 წელს მისი ორი მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალში "Clockwatch Review“ (Bllomington, Il., USA); 1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული "Opera"; 2000 წელს რომანი "ღვინომუქი ზღვა"; 2003 წელს – რომანი "თხა და გიგო"; 2005 წელს ნიუ-იორკში, მისი თანარედაქტორობით გამოიცა წიგნი "Enough: Rose Revolution in the Republic of Georgia, 2003"; 2009 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი "ჯაზის ცხოვრება". ავტორია ინგლისურენოვანი რომანისა "Dagny or a Love Feast" ("დანგი ანუ სიყვარულის აღაპი"), რომელიც წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე 2012 წელს, 2014 წელს გამოვიდა აშშ-ში; 2015 წელს – თურქეთში, 2017 წელს – გერმანიაში და დასახელდა გერმანიაში გამოსულ წიგნთა საუკეთესო ათეულში. 2011 წელს გამოიცა მისი რომანი "მელია-ტულეფია: Fox-Trot"; 2013 წელს – ვრცელი მოთხრობა "ბაშიაჩუკი ანუ მობიდიკი"; 2014 წელს – რომანი "ჯაზის ყვავილობა", 2017 წელს კი შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოვიდა მისი რომანი "ბაყაყები". სადისერტაციო თემა - "მახვილგონიერების ფენომენი ჯონ დონის პოეზიაში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |