The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძე
Other name:შოუ ბაბუხადია  (Pseudonym)
Date of birth:22 August, 1957
Date of death:12 December, 2023  (at 66 years)
Category:Scientist, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.

1983-2000წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ; 1994-1995წწ. მუშაობდა უისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ); გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები ფილოსოფიურ, ლიტერატურათმცოდნეობით და კულტუროლოგიურ საკითხებზე; იყო ალმანახ "ახალი დროების" და ჟურნალ "Georgia/Caucasus Profile"-ის თანარედაქტორი; ინგლისურენოვანი ანალიტიკური ჟურნალის "Caucasus Context"-ის თანარედაქტორი; 2005-2011წწ. თანამშრომლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრთან (ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, აშშ); 2006-2008წწ. იყო წამყვანი გადაცემისა "ღამის საუბრები"; 2006-2010წწ. თანამშრომლობდა რადიოსთან "სინდიკატი 104.3"; 2010-2012წწ. მუშაობდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდში; პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოაქვეყნა გაზეთში "ლიტერატურა და სხვა"; 1995 წელს ლიტერატურულ ალმანახში "ახალი დროება" დაიბეჭდა მისი პროზაული პოემა "გიჟი მექუდე"; 1996 წელს მისი ორი მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალში "Clockwatch Review“ (Bllomington, Il., USA); 1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული "Opera"; 2000 წელს რომანი "ღვინომუქი ზღვა"; 2003 წელს – რომანი "თხა და გიგო"; 2005 წელს ნიუ-იორკში, მისი თანარედაქტორობით გამოიცა წიგნი "Enough: Rose Revolution in the Republic of Georgia, 2003"; 2009 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი "ჯაზის ცხოვრება".  ავტორია  ინგლისურენოვანი რომანისა "Dagny or a Love Feast" ("დანგი ანუ სიყვარულის აღაპი"), რომელიც წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე 2012 წელს, 2014 წელს გამოვიდა აშშ-ში; 2015 წელს – თურქეთში, 2017 წელს – გერმანიაში და დასახელდა გერმანიაში გამოსულ წიგნთა საუკეთესო ათეულში. 2011 წელს გამოიცა მისი რომანი "მელია-ტულეფია: Fox-Trot"; 2013 წელს – ვრცელი მოთხრობა "ბაშიაჩუკი ანუ მობიდიკი"; 2014 წელს – რომანი "ჯაზის ყვავილობა", 2017 წელს კი შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოვიდა მისი რომანი "ბაყაყები".

სადისერტაციო თემა -  "მახვილგონიერების ფენომენი ჯონ დონის პოეზიაში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

Member of Organizations

  • ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დარგობრივი და აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2005-2012)

Awards and Honors

  • 2018 - ლიტერატურული პრემია "ლიტერა"
    Untergang: მოგზაურობა ევროპაში : რომანი / ზურაბ ქარუმიძე. - თბილისი : ინტელექტი, 2018. - 160გვ.
  • 2010 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
    ჯაზის ცხოვრება : ჯაზის ისტორია / ზურაბ ქარუმიძე. - თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2009. - 496გვ.

Bibliography

  • ჯაზის ცხოვრება : ჯაზის ისტორია (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 484გვ.. - ISBN: 9789941482366
  • Untergang : მოგზაურობა ევროპაშირომანი (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 160გვ.. - ISBN: 9789941482489
  • Dagny or a love feast (Author). - Tbilisi, Siesta, 2011. - 236p.. - ISBN: 978-9941-414-73-2
  • მელია-ტულეფია: Fox-Trot : რომანი (Author). - თბილისი, სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2011. - 234გვ.. - ISBN: 978-9941-414-71-8
  • თხა და გიგო : დიდი სონატა : თხზულება N 9/11, WTC 20-01 (Author). - თბილისი, 2003. - 156გვ.
  • ღვინომუქი ზღვა (Author). - თბილისი, აზრი, 2000. - 311გვ.. - ISBN: 99928-70-30-3
  • Opera : მოთხრობები (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 112გვ.. - ISBN: 99928-52-12-7

Share: