The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბახუტაშვილი

ვლადიმერ ბახუტაშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:2005  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1957 წლიდან დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა პრაქტიკოსი ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობაზე; 1966 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განყოფილება, რომელსაც 1972 წლემდე ხელმძღვანელობდა; 1978 წლიდან მუშაობდა ჯერ ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში ბიოტექნოლოგიის განყოფილების გამგედ, ხოლო 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. ვ. ბახუტაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო,  მოიცავდა შერეული ინფექციებისა და დიზენტერიის პათოგენეზის, ვირუსულ ინფექციათა გავრცელების, გნოტობიოლოგიის, ორგანოსა და ქსოვილის კულტურების გამოყენების ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის შესწავლას და სხვას. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა აპოპტოზისა და ღეროვანი უჯრედების პრობლემებზე. იგი სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რამოდენიმე სახის მედიკამენტის, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი პლაფერონის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოქსოპლაზმოზი", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიგელების უჯრედშიდა პარაზიტირების მნიშვნელობა და ვირუსული ინფექციების როლი დიზენტერიის პათოგენეზში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.34

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: