შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქსენია ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით 1922 წელს. 1921-1926წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მუშაობდა ჩაქვის საცდელ სადგურში (ამჟამად ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია "ქართული სელექციური ჩაი №1", "ქართული სელექციური ჩაი №2", და "სელექციური №8", "ზამთრის გმირი". ქ. ბახტაძისეული ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,1977.- გვ. 256; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |