The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქსენია ბახტაძე

ქსენია ბახტაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1899
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1978  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა ჩაქვის სასაფლაო, ქობულეთის რაიონი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით 1922 წელს.

1921-1926წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მუშაობდა ჩაქვის საცდელ სადგურში (ამჟამად ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია "ქართული სელექციური ჩაი №1", "ქართული სელექციური ჩაი №2", და "სელექციური №8", "ზამთრის გმირი". ქ. ბახტაძისეული ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,1977.- გვ. 256; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1966 - აჭარის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: