The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალი კახიანი

დალი კახიანი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, მხატვარი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო 1976 წელს იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით; დ. არაყიშვილის სახელობის I მუსიკალური სასწვლებელი (1970).

1977-2011წწ. კითხულობდა სახვითი ხელოვნების მეთოდიკის სასწავლო კურსის ლექციებს სულხან - საბას სახელობის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე. არის მრავალი სამხატვრო გამოფენის მონაწილე. მისი მონაცემები შეტანილია  ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიობიბლიოგრაფიულ ცნობარში "ვინ ვინაა ქართულ ხელოვნებაში" (2000). მხატვრულად აქვს გაფორმებული რამდენიმე საბავშვო წიგნი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია მხატვრულ კატალოგებში და დაცულია კულტურის სამინისტროს და ეროვნული გალერეის ფონდებში. სხვადასხვა წლებში პერიოდულად  შეთავსებით მუშაობდა თბილისის საჯარო სკოლებში და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ლექსები წარმატებით იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში: "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ქართული მწერლობა", "მწერლის გაზეთი", "ისინდი", "ლიტერატურული საქართველო" "ამერ-იმერი". მან თარგმნა რუსი პოეტების ლექსები ქართულ ენაზე და ასევე ქართველი პოეტების ლექსები რუსულ ენაზე, გამოიცა 2022 წელს, გამომცემლობა "მწიგნობარი". იგი გახლავთ ერთ-ერთი პიონერი საქართველოში (სულ ორია) სახვითი ხელოვნების სწავლების მეთოდიკის დარგში. არის 2 სახელმძღვანელოს ავტორი (ერთერთი მონოგრაფია). პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მიერ საკუთარი და სხვა ბავშვთა ნახატების შეფასების პედაგოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 180-181

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლიტერატურული ჟურნალი "ისინდი", თანადამფუძნებელი, რედ. კოლეგიის წევრი (2017-)
  • საქართველოს ლეგიონერთა კავშირი, წევრი (2010-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2012-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (2006-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: