Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დალი კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო 1976 წელს იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით; დ. არაყიშვილის სახელობის I მუსიკალური სასწვლებელი (1970). 1977-2011წწ. კითხულობდა სახვითი ხელოვნების მეთოდიკის სასწავლო კურსის ლექციებს სულხან - საბას სახელობის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე. არის მრავალი სამხატვრო გამოფენის მონაწილე. მისი მონაცემები შეტანილია ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიობიბლიოგრაფიულ ცნობარში "ვინ ვინაა ქართულ ხელოვნებაში" (2000). მხატვრულად აქვს გაფორმებული რამდენიმე საბავშვო წიგნი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია მხატვრულ კატალოგებში და დაცულია კულტურის სამინისტროს და ეროვნული გალერეის ფონდებში. სხვადასხვა წლებში პერიოდულად შეთავსებით მუშაობდა თბილისის საჯარო სკოლებში და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ლექსები წარმატებით იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში: "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ქართული მწერლობა", "მწერლის გაზეთი", "ისინდი", "ლიტერატურული საქართველო" "ამერ-იმერი". მან თარგმნა რუსი პოეტების ლექსები ქართულ ენაზე და ასევე ქართველი პოეტების ლექსები რუსულ ენაზე, გამოიცა 2022 წელს, გამომცემლობა "მწიგნობარი". იგი გახლავთ ერთ-ერთი პიონერი საქართველოში (სულ ორია) სახვითი ხელოვნების სწავლების მეთოდიკის დარგში. არის 2 სახელმძღვანელოს ავტორი (ერთერთი მონოგრაფია). პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მიერ საკუთარი და სხვა ბავშვთა ნახატების შეფასების პედაგოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 180-181 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |