The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბერიტაშვილი

ივანე ბერიტაშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1885
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1974  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი დატოვეს კათედრაზე და მიავლინეს ქ. ყაზანში სიმიანი გალვანომეტრით ბიოდენების აღრიცხვის მეთოდიკის ასათვისებლად, ხოლო 1914 წელს ქალაქ უტრეხტში (ჰოლანდია) თბილსისხლიან ცხოველებზე მუშაობის მეთოდების შესასწავლად. 1915 წელს გადადის ოდესის უნივერსიტეტში, სადაც პრივატ-დოცენტის წოდებით იწყებს კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სპეციალური კურსის კითხვას. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში და აირჩიეს პროფესორად ფიზიოლოგიაში. 1960 წლამდე იგი განაგებდა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრას, მაგრამ სიცოცხლის დასასრულამდე აგრძელებდა მისი კოლექტივის მეცნიერულ ხელმძღვანელობას. 1934-1951წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მაგრამ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იყო ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის შესახებ, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლების და წარმოშობის შესახებ.

წყარო.: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 2.-თბ.,1977.-გვ.321

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის საზოგადოება, საპატიო წევრი (1969-)
  • ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1979-)
  • ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოება, წევრი (1970-)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1959-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1960-)
  • უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგია, წევრი (1969-)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1935 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: