The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ბერძენიშვილი

ნიკო ბერძენიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ბერძენიშვილი
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1895
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 1965  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1926 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ი. ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე; 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1939 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად; 1939-1958წწ. მუშაობდა ისტორიის განყოფილების გამგედ ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1948-1965წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1951-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1935-1938წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1938-1940წწ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1946-1956 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. მისი თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელო (1943). მისმა შრომებმა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა - განსაზღვრა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება ამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ნიკო ბერძენიშვილი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.- გვ.336

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის
  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: