The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო თავაძე

გიზო თავაძე
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1987 წელს დაამთავრა უმაღლეს სასწავლებელი.
1991 წელს გამოდის მისი პირველი ლექსების კრებული "მესიზმრება შორეთი". 2006 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორებმა პ. მილორავამ და დ. ბასილაძემ დადგეს მისი პიესა "კეთილშობილი მორიელი-ბა". 2006 –2010წწ. მუშაობდა ქუთაისის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად. 2007 წელს კი, რეჟისორმა ზ. კოლელიშვილმა მისი სცენარით გადაიღო ფილმი "ქუთაისელი ბაბუა". 2011 წელს ქუთაისის ლ. მესხისვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორებმა გ. სიხარულიძემ და თ. მარჯანიშვილმა დადგეს მისი პიესა "ინტერვიუ ფესვებთან".  2011 წლიდან მუშაობს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორად. გამოცემული აქვს 19 პროზაული და პოეტური კრებული.  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დარბაზი, წევრი (1987-1996)
  • საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება "იმერეთის სადროშო", თავმჯდომარე (1991-2002)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია, პოეზია
  • 2009 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 2008 - ტერენტი გრანელის სახელობის პრემია, პოეზია
    ვინ ირგებს ჩოხას : თხზულებები ტ. 1/ გიზო თავაძე.- ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2009.-268გვ.
  • 2007 - ჟურნალ "ოლეს" პრემია, პუბლიცისტიკა
  • 2003 - ნოდარ დუმბაძის სახელობის პრემია, პროზა
    ალიფაშას მეორე ღალატი : თხზულებები ტ. 2/ გიზო თავაძე.- ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2009.-320გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: