The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ბიწაძე

ანდრია ბიწაძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1994  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი  ცხრუკვეთი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს.

1940-1948წწ. მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში და თბილისის უნივერსიტეტში, 1948-1959წწ. წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1959-1971წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების მათემატიკის ინსტიტუტში და ნოვოროსიბირსკის უნივერსიტეტში. 1971 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად და მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტში კათედრის გამგედ. მისი ძირითადი შრომები ეხება ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, შერეული ტიპის განტოლებათა თეორიას, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მათემატიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ა. ბიწაძის სახელს ატარებს ახალი ბუნების რამდენიმე განტოლება, ამოცანა და ფორმულა, რომლებიც პირველად მისი კვლევის საგანს შეადგენდა. მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში, ამავე ქალაქების მათემატიკის ინსტიტუტში. არის 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი.

წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1. -თბ., 1997. გვ. 444;  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977.-გვ. 422 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1982 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია
  • 1975 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1971 - ლენინის ორდენი
  • 1966 - შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: