Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საბოკუჩავო, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს. 1953 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ბახის სახელობის ბიოქიმიური ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე. პარალელურად რამდენიმე წელი იმუშავა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. შეიმუშავა ლაო ჩაის, შავი ჩაისა და ხსნადი წარმოების ახალი ტექნიკური მეთოდი; შექმნა საკვებ მცენარეთა საღებავების მიღების ორიგინალური ხერხი, რომელიც დაპატენტებულია უცხოეთის ქვეყნებში. მ. ბოკუჩავამ შექმნა ბიოქიმიკოსთა დიდი სამეცნიერო სკოლა. ღრმა და ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა ფართო აღიარება მოუტანა ქართველ მეცნიერს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც. იგი იყო 340-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 35 გამოგონების ავტორი. ნაშრომები: "ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა", "ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი", "ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია". ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1955). მიღებული აქვს საკავშირო ალკკ ცკ-ის პრემია ( ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა, 1938), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პრემია (ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი, 1955), ა. ბახის სახელობის პრემია (ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია, 1958). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.455 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |