Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანგია ბოჭორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლახამულა, მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1925 წელს. იმავე წლიდან დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. 1942-1955წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგებდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქოლოგიის კათედრას. 1955-1957წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1960-1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის "მოამბე", ხოლო 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის "მაცნე" ფსიქოლოგიის სერია მთავარი რედაქტორი. 1960-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების, ხოლო 1962-1967წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე. 1967 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის მის მიერვე დაფუძნებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. ა. ბოჭორიშვილის კვლევა-ძიების ძირითადი სფერო ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემებია, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია, პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ანთროპოლოგიაა. მან სამეცნიერო მიმოქცევაში შეიტანა ახალი ცნება, - "ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში". იგი იყო არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.475 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |