The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე გამყრელიძე

პეტრე გამყრელიძე
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1979  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სომიწო, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1930 წელს.

მუშაობა დაიწყო გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე. 1934 წლიდან იყო დოცენტია, 1937 წლიდან კათედრის გამგე, ხოლო 1948 წლიდან  გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისი უმნიშვნელოვანესი შრომები ეხება საქართველოსა და ყოფილი სსრკ სამხრეთ რაიონების ალპური ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის ძირითად პრობლემებს. მას ეკუთვნის საქართრველოს გეოტექტონიკური დარაიონების აღიარებული სქემა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. -გვ. 668 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოება, წევრი (1971-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: