Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს. 1953 წელს მუშაობა დაიწყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბაიკოვის სახ. მეტალურგიის ინსტიტუტის ფერადი და იშვიათი ლითონების მეტალურგიის ლაბორატორიაში. 1957 წლიდან გადმოყვანილ იქნა სამუშაოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, სადაც მან გაიარა გზა უფროსი მეცნიერი თანამშრომლიდან სამეცნიერო დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე. გ. გველესიანის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მოიცავდა თანამედროვე მეტალურგიისა და ფიზიკური ქიმიის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, როგორიცაა მეტალურგიული პროცესების თეორია, მყარ არაორგანულ ნივთიერებათა თერმოდინამიკა და ძნელდნობადი მასალების მიკრომეტალურგია. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მეტალურგიული პროცესების ფიზიკური ქიმიის განვითარებას. იგი არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსი და რამდენიმე გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ..-თბ.,2012.-გვ.256; science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.105 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |