The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი გვერდწითელი

ირაკლი გვერდწითელი
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:1991  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს.

1941-1946 წწ. მუშაობდა ლენინის სახ. თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო-საინჟინრო ინსტიტუტში; 1946-1969 წწ. სსრკ ატომური ენერგიის გამოყენების სახელმწიფო კომიტეტის ფიზიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1976 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკური სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. ი. გვერდწითელის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს. მისი გამოკვლევები დაედო საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას (სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი - 1963 წელი). გვერდწითელმა გამოიკვლია არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებში იზოტოპურად სელექციური ეფექტები და პროცესები. მუშაობდა სითბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სფეროში, რაც დასრულდა მსოფლიოში პირველი თერმოელექტრული რეაქტორ-გარდამქნელის შექმნით (1964). შეისწავლა მყარ სხეულებში იონური ლეგირების შედეგად მიმდინარე რადიაციული პროცესების ფიზიკური საფუძვლები. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1979.-გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1978-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-1979)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: