The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გიგაური

გიორგი გიგაური
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2009  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1950წწ. იყო კომკავშირის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი; საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის" საქართველოს საწარმოს მმართველი (1953); 1953-1956წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო  ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1954-1957წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასისტენტი; 1957-1978წწ. დოცენტი; 1956-1970წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1980წწ. სატყეო მერუნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1980-2006წწ. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი. 1978 წლიდან არის საქართველოს აგრარული  უნივერსიტეტის პროფესორი. არის 165 სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს ავტორი. 2000 წელს მიღებული აქვს აშშ-ის კემბრიჯის უნივერსიტეტისა და აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის საერთაშორისო ღირსების ორდენი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტყეების კურორტოლოგიური მნიშვნელობა და მათში მეურნეობის პრინციპები", დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთის ტყეების ზრდის, აღნაგობისა და ფორმირების კანონზომიერებები და მათში მეურნეობის გაძღოლის პრინციპები", დაიცვა 1973 წელს. 

წყარო:  გიორგი გიგაური : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2009. - 21 თებერვალი. - N33 (6134). - 15 გვ.(science.org.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.310

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იუნესკოს ხალხთაშორისი ორგანიზაციის- "ადამიანი და ბიოსფერო"- საქართველოს ეროვნული კომიტეტის ბიურო, წევრი
  • მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მეტყევეთა საზოგადოების გამგეობა, პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საქართველოს ტყეებში მეურნეობის გაძღოლის საფუძვლები / გიორგი გიგაური . - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1980. - 280გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: