The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო გომელაური

ნიკო გომელაური
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ გომელაური
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1970
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 2010  (39 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1992 წელს.

მუშობდა თავისუფალი თეატრისა და თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული აკადემიური თეატრის წამყვან მსახიობად. გადაღებულია ფილმებში: "ანემია"(1987), "აქ თენდება"(1998); "უცხო"(1998); "ძვირფასო მ."(2000); "იდიოტოკრატია"(2008); "ყველაფერი კარგად იქნება"(2009); "რენე მიდის ჰოლივუდში"(2010). ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოვიდა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ და შვედურ ენებზე. იბეჭდება უცხოეთის პერიოდულ პრესაში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია , მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: