The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა გუგუშვილი

პაატა გუგუშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1987  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოდორი, აბაშის მუნიციპალიტეტი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით 1927 წელს.

1930 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სახალხო მეურნეობის ისტორიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სოციოლოგიის ლექციათა კურსებს. ავტორია მრავალი ათეული ნაშრომისა, რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის ისტორიის, სახალხო მეურნეობის განვითარების, დაგეგმვის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიბლიოლოგიის, ამიერკავკასიისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონომიკური წყაროების მეცნიერულ პუბლიკაციაში. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ეკონომიკური სექციის თავჯდომარე, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის რჩეული ნაწერების თხზულებათა 12 ტომეულის, აგრეთვე ხუთტომეულის "ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორია საქართველოში" სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის რჩეული ნაწერების ორტომეულის მთავარი რედაქტორი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: