შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1928 წელს დაამთავრა ბაქოს სამხედრო სასწავლებელი, 1932 წელს - თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საძიებო პარტიის ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა. 1939 წელს დაამთავრა მოსკოვის პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი და იმავე წელს დაინიშნა ქ. თბილისის საბჭოთა ვაჭრობის ტექნიკუმის დირექტორად. 1942 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა და დაინიშნა სკკპ ცკ-ს პროპაგანდისა და აგიტაციის სამმართველოს ინსტრუქტორად, შემდგომში ამავე სამმართველოს სექტორის გამგედ. 1953 წლიდან იგი მუშაობდა ჯერ საქართველოს კპ ცკ პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გემგედ, ხოლო შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრად ნიშნავენ. 1957 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომნიკის ინსტიტუტის პოლიტეკონომიის განყოფილების გამგედ, 1976 წლიდან იგი ამავე ინსტიტუტის დირექტორია. თავისი მეცნიერული მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა ეკონომიკური კვლევის ახალი მიმართულება, ეკონომიკური განვითარების ტემპებისა და პროპორციების პრობლემის დამუშავების სახით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ 204-205: georgianencyclopedia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.58 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |