The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ გუნია

ავთანდილ გუნია
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1997  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1928 წელს დაამთავრა ბაქოს სამხედრო სასწავლებელი, 1932 წელს - თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საძიებო პარტიის ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა. 1939 წელს დაამთავრა მოსკოვის პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი და იმავე წელს დაინიშნა ქ. თბილისის საბჭოთა ვაჭრობის ტექნიკუმის დირექტორად. 1942 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა და დაინიშნა სკკპ ცკ-ს პროპაგანდისა და აგიტაციის სამმართველოს ინსტრუქტორად, შემდგომში ამავე სამმართველოს სექტორის გამგედ. 1953 წლიდან იგი მუშაობდა ჯერ საქართველოს კპ ცკ პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გემგედ, ხოლო შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრად ნიშნავენ. 1957 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომნიკის ინსტიტუტის პოლიტეკონომიის განყოფილების გამგედ, 1976 წლიდან იგი ამავე ინსტიტუტის დირექტორია. თავისი მეცნიერული მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა ეკონომიკური კვლევის ახალი მიმართულება, ეკონომიკური განვითარების ტემპებისა და პროპორციების პრობლემის დამუშავების სახით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ 204-205: georgianencyclopedia.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1982 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: