The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეოფანე დავითაია

თეოფანე დავითაია
Date of birth:15 September, 1911
Date of death:29 July, 1979  (at 67 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო ინსტიტუტი 1931 წელს.

1939-1941წწ. სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებაში გაიარა დოქტორანტურის სრული კურსი. მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედ არმიაში გაიწვიეს. ომის შემდეგ აგრძელებს მუშაობას ლენინგრადში. 1940 წელს აირჩიეს სრულიად საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ. 1951 წელს გადაიყვანეს მოსკოვში სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სამეცნიერო ნაწილში. 1964-1965წწ. მუშაობდა კუბის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ბუნებრივ რესურსთა შემსწავლელ საბჭოთა მეცნიერ-კონსულტანტების ჯგუფს. 1967-1968წწ. აშშ-ის უისკონსინის უნივერსიტეტის მიწვევით კითხულობდა ლექციების კურსს კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე, ამერიკის სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდა შრომებს, არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრად. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა აგროკლიმატური დარაიონებისა და კლიმატის სასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის "საქართველოს ატლასის" შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა "კუბის ეროვნული ატლასი". დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში. 1972 წელს მან მიიღო კუბის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დიპლომი და დიდი ოქროს მედალი. მან მოსაწრო თავის სიცოცხლეში გამოექეეყნებინა 400-ზე მეტი მეცნიერული შრომა. იგი აღიარებულია მსოფლიო რანგის მეცნიერად, მისი სახელობის გემი "დავითაია" სერავს ზღვებსა და ოკეანეებს. დაიმსახურა "სამამულო ომის I და II ხარისხის", "წითელი ვარსკვლავის", "შრომის წითელი დროშის" ორდენები და მედლები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მევენახეობის კლიმატური ზონები სსრ კავშირში", დაიცვა 1936 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სსრ კავშირის ვაზის კლიმატის გამოკვლევა და მისი პრაქტიკული გამოყენების დასაბუთება", დაიცვა 1950 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. -თბ., 1978. - გვ. 336; cyc.geქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.98-99; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 31-32

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)

Awards and Honors

  • 1976 - საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების დიდი ოქროს მედალი, სამამულო მეცნიერების წინაშე დიდი დამსახურებისათვის
  • 1973 - სსრკ სახელმწიფო პრემია, კუბის ეროვნული ატლასის შედგენისათვის
  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: