The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როზეტა ასათიანი

როზეტა ასათიანი
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1939  (79 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1962 წელს.

1972-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტის, შემდგომ დოცენტისა და 1993-2006წწ. პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2010წწ. იყო თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ეკონომიკისა და ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონები და ბროშურები; მრავალი სტატიის ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში, თანაავტორი და მთავარი რედაქტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ეკონომიკურ თეორიაში(1998). 40-ზე მეტი მონოგრაფიის მეცნიერ-რედაქტორია. 1993 წელს ჩამოაყალიბა სტატისტიკური სამსახური "ბარომეტრის" სახელწოდებით, გამოსცა სტატისტიკური კრებულები სერიით - საქართველო და გარე სამყარო, სახელდობრ "მოსახლეობა ციფრებში"(1995), "მსოფლიო ციფრებში"(200).  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1993), პროფესორი(1994). რ. ასათიანის კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ფართო წრე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გამომცემლობა "სიახლე", პრეზიდენტი (1996-)
  • ნიუ-იორკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
  • ჟურნალი "ახალი ეკონომისტი", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2010-)
  • ჟურნალი "ეკონომისტი", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-)
  • ჟურნალი "საქართველოს ეკონომიკა", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2013-)
  • ჟურნალი "სოციალური ეკონომიკა", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-)
  • რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი (1996-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - პაატა გუგუშვილის სახელობის პრემია, სამეცნიერო ნაშრომისათვის
    თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / როზეტა ასათიანი . - თბილისი : სიახლე, 2012 . - 515გვ.
  • 2008 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო პრემია
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების სამეცნიერო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: