Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
როზეტა ასათიანი
Date of birth: | 24 June, 1939 (85 years) |
Category: | Economist, Scientist, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1962 წელს.
1972-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტის, შემდგომ დოცენტისა და 1993-2006წწ. პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2010წწ. იყო თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ეკონომიკისა და ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონები და ბროშურები; მრავალი სტატიის ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში, თანაავტორი და მთავარი რედაქტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ეკონომიკურ თეორიაში (1998). 40-ზე მეტი მონოგრაფიის მეცნიერ-რედაქტორია. 1993 წელს ჩამოაყალიბა სტატისტიკური სამსახური "ბარომეტრის" სახელწოდებით, გამოსცა სტატისტიკური კრებულები სერიით - საქართველო და გარე სამყარო, სახელდობრ "მოსახლეობა ციფრებში" (1995), "მსოფლიო ციფრებში" (200). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). რ. ასათიანის კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ფართო წრე. მიღებული აქვს საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების სამეცნიერო პრემია (1988), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო პრემია (2008).
Member of Organizations
- გამომცემლობა "სიახლე", პრეზიდენტი (1996-)
- ნიუ-იორკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
- ჟურნალი "ახალი ეკონომისტი", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2010-)
- ჟურნალი "ეკონომისტი", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-)
- ჟურნალი "საქართველოს ეკონომიკა", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2013-)
- ჟურნალი "სოციალური ეკონომიკა", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-)
- რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
- საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი (1996-)
- საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1996-)
Awards and Honors
- 2013 - პაატა გუგუშვილის სახელობის პრემია, სამეცნიერო ნაშრომისათვის
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / როზეტა ასათიანი . - თბილისი : სიახლე, 2012 . - 515გვ.
- 1999 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
Bibliography
- ზოგადი ეკონომიკური თეორია და მისი სწავლების აღდგენის აუცილებლობა : საკითხის დასმის წესით (Author). - თბილისი, სიახლე, 2013. - 54გვ.. - ISBN: 978-9941-9134-6-4
- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი (Author). - თბილისი, სიახლე, 2012. - 515გვ.. - ISBN: 978-9941-9134-0-2
- საქართველოს ეკონომიკა (Editor). - თბილისი, სიახლე, 2012. - 308გვ.. - ISBN: 978-9941-9134-2-6
- ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი : ერთიანობა და განსხვავება (Author). - თბილისი, სიახლე, 2005. - 34გვ.
- პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს : საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან "ვარდების რევოლუციამდე": ეკონ. მიმოხილვა (Author) // ნაწ. 1. - თბილისი, სიახლე, 2005. - 567გვ.. - ISBN: 99940-815-1-9
- ეკონომიქსი-Economics : განმარტებითი ლექსიკონი (Author). - თბილისი, სიახლე, 2003. - 300გვ.. - ISBN: 99928-936-1-3
- საქართველოს ეკონომიკა : წარსული, აწმყო, პერსპექტივა (Author). - თბილისი, სიახლე, 2002. - 48გვ.. - ISBN: 99928-936-2-1
- ფული და ფულადი სისტემები (Author). - თბილისი, სიახლე, 1996. - 110გვ.
- ეკონომიკსი : განმარტებითი ლექსიკონი (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 228გვ.. - ISBN: 5-511-00642-4
- მომსახურება და საბაზრო სისტემა (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1993. - 304გვ.
- მოსახლეობა ციფრებში : მოკლე სტატისტ. კრებული (Compiler). - თბილისი, სიახლე, 1992. - 92გვ.. - ISBN: 5-520-01584-8
|