შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1925 წელს. მუშაობა დაიწყო მოსკოვის ნავთობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტში, სადაც 1930-1948წწ-ში პალეონთოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა; 1941 წელს იგი თბილისში გადმოსახლდა. აქ ის მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონთოლოგიის კათდრის გამგედ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელად; 1950 წელს სათავეში ჩუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან მის მიერვე შექმნილ პალეობიოლოგიის სექტორს, რომელიც 1958 წელს პალეოგიოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. ამ ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო პალეონტოლოგიის თეორიული საფუძვლების აღიარებული მკვლევარი. მან, როგორც პალეონტოლოგმა, დიდი წვლილი შეიტანა ევოულციური თეორიის უმთავრესი პრობლემების პალეონტოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით შესწავლაში. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.53-54 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |