The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო დავითაშვილი

ლეო დავითაშვილი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1977  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პალეონთოლოგი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1925 წელს.

მუშაობა დაიწყო მოსკოვის ნავთობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტში, სადაც 1930-1948წწ-ში პალეონთოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა; 1941 წელს იგი თბილისში გადმოსახლდა. აქ ის მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონთოლოგიის კათდრის გამგედ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელად; 1950 წელს სათავეში ჩუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან მის მიერვე შექმნილ პალეობიოლოგიის სექტორს, რომელიც 1958 წელს პალეოგიოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. ამ ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო პალეონტოლოგიის თეორიული საფუძვლების აღიარებული მკვლევარი. მან, როგორც პალეონტოლოგმა, დიდი წვლილი შეიტანა ევოულციური თეორიის უმთავრესი პრობლემების პალეონტოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით შესწავლაში.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.53-54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონტოლოგიური ლაბორატორია, ნამდვილი წევრი (1936-1938)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1965 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1949 - სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: