The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გეგეშიძე

თამარ გეგეშიძე
დაბადების თარიღი:1986  (38 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2010 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა რედაქტორად, ამუშავებდა და ქმნიდა საავტორო საბავშვო ტექსტებს, საბოლოოდ კი საკუთარი თავი მასწავლებლის პროფესიაში იპოვა. სწორედ ეს პროფესია და ბავშვებთან ურთიერთობა იქცა მისთვის შთაგონების წყაროდ. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2018 წელს საყმაწვილო რომანით "სული-ჩიტი", რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. მეორე წიგნი – "საშლელები", "ინტელექტმა" 2019 წლის ბოლოს გამოსცა. ორივე წიგნი თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ ურთიერთობებსა და პრობლემებზე გვიყვება. "საშლელები" საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2020 წლის ეროვნულ ბესტსელერად გამოაცხადა. იგი არაერთი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ავტორია. ფილოლოგიის დოქტორი (2014).
წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: