Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ თოფურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. 1970–1974წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; 1974–1978წწ. – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; მოთხრობების წერა სტუდენტობისას დაიწყო. მისი ნაწარმოებები ძირითადად ქვეყნდებოდა "ცისკარსა" და "ლიტერატურულ საქართველოში": "ნუციკო ემხვარი", "ლექსო", "თედოს ოცნება", "დაბადება", "კაცი", "მარტო". ჯ. თოფურიძე ე. წ. ურბანისტული პროზის წარმომადგენელია. მისი მოთხრობები მძაფრი ტკივილიანი განცდებითაა აღბეჭდილი, სავსეა მძიმე ცხოვრებისაგან შეჭირვებული ადამიანის თანაგრძნობით. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ნუ მოიწყენ შემოდგომისას" (1979, რეჟ. ზ. ინაშვილი), "გამოუსწორებელი" (1987, რეჟ. თ. მენაბდე), "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989, რეჟ. ზ. ურუშაძე). ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.102 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |